კალათბურთი

1:43 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველმა 9 წუთში 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა

იტალიის რანგით მე-2 ლიგაში მოთამაშე ნიკა მეტრეველმა “ნაპოლის” მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა ჩემპიონატში “ფორლი” 88:59 გაანადგურა, ქართველმა კალათბურთელმა კი 9 წუთში 4 პერსონალური ფოლი მიიღო, რამაც სათამაშო დრო ძალიან შეუმცირა.

აღნიშნულ დროში მეტრეველმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა, რაც ცუდი მაჩვენებელი არაა. ქართველ ფორვარდს პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა ჰქონდა.

ნეაპოლელთა რიგებში 17-17 ქულით საუკეთესონი დემონ ბრუკსი, გაბრიელე ჯანეტო და ვალერიო სპინელი იყვნენ, ამ უკანასკნელმა კი 11 შედეგიანი პასიც მიითვალა.

თითო მოგება-წაგებით, მეტრეველის კლუბი 16-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს “ვეროლის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115638