ჭადრაკი

0:25 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუა და ფანცულაია დაწინაურდნენ

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს გრან-პრის გათამაშების მესამე ეტაპმა ვაჟთა შორის სწრაფ ჭადრაკში.

5 ტურის შემდეგ ასპარეზობას დავით ჯოჯუას (2492) და ლევან ფანცულაიას (2626) დუეტი ლიდერობს 4,5 ქულით. მათ 0,5 ქულით 3 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება: თამაზ მგელაძე (2282), ლუკა პაიჭაძე (2576), ზურაბ ჯავახაძე (2444).

9 ტურად მიმდინარე რაპიდის მე-6 ტურში პაიჭაძე ფანცულაიას ეთამაშება, ჯოჯუა – ჯავახაძეს, ხოლო ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2144) – მგელაძეს.

0.121592