საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ევროპის საჭადრაკო კავშირმა “ოქროს დიპლომით” დააჯილდოვა ჭადრაკის განვითარება – პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის.
ამავდროულად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გიორგაძეს “სპორტის რაინდის” წოდება მიანიჭა, ხოლო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობამ – “ფედერაციის ორდენი” განსაკუთრებული დამსახურების და გაწეული ღვაწლისათვის.