ფეხბურთი

23:22 | 15.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ხამეს როდრიგესის გულითადი საქციელი       

გუშინ ნიუ ჯერსიში, “რედ ბულ არენაზე” კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა ხამეს როდრიგესის გოლით კანადა დაამარცხა. “რეალის” ვარსკვლავის გოლი, “პორტოს” 21 წლის ნახევარმცველის პაბლო კუინტეროს პასს მოჰყვა.

როდრიგესმა მოედანი 82-ე წუთზე დატოვა. როდესაც ფეხბურთელი მოედნიდან გადიოდა, მინდორზე კოლუმბიის ნაკრების მაისურიანი გულშემატკივარი შემოვარდა, რომელსაც მაისურზე როდრიგესის ავტოგრაფი სურდა.

სტადიონის დაცვა შეეცადა გულშემატკივრის საქციელი აღეკვეთა, თუმცა როდრიგესმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ახალგაზრდა გულშემატკივარს სურვილი აუსრულა.

როდესაც კოლუმბიელთა “ათიანი” მინდორს ტოვებდა, გულშემატკივართა დიდი ნაწილი ტაშით აცილებდა მოთამაშეს, რაც ვფიქრობთ არა მარტო ფეხბურთელის თამაშს, არამედ გულშემატკივრის მიმართ გამოხატულ კეთილ ნებასაც უკავშირდება


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.082704
სარეკლამო ადგილი - 99
X x X