სერბეთისა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებების ჩაშლილი მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ ალბანელ ფეხბურთელებს დედაქალაქ ტირანაში ათასობით გულშემატკივარი დახვდა. ქომაგები შეიკრიბნენ ალბანეთის სხვა ქალაქებშიც.
როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, ალბანელმა გულშემატკივრებმა თავიანთი ნაკრების ფეხბურთელები გმირებად აღიქვეს და მათი განწყობა საზეიმო იყო.
“სერბეთი ალბანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა დროშისთვის. ალბანელთა სიმბოლო ზეციდან მიწაზე და გულშემატკივართა გიჟური ქმედება” – ვკითხულობთ ალბანურ პრესაში, კერძოდ შჰქიპ- ის ფურცლებზე.
ალბანელთა პრემიერმინისტრმა ედი რამამ სოციალურ ქსელში საჯაროდ განათავსა შეტყობინება, სადაც აღნიშნავდა, რომ ამაყია თანამემამულე ფეხბურთელებით და აღწერს შეხვედრას, როგორც საძაგელ დემონსტრაციას მეზობელი ქვეყნის შესრულებით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია