მსოფლიოს ყოფილ მე-4 ჩოგანს რობინ სოდერლინგს, რომელიც სტოკჰოლმის ტურნირის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, სურს აქტიურ სპორტში დაბრუნდეს.
“ძალიან საინტერესოა სტოკჰოლმის ტურნირის დირექტორად მუშაობა, თუმცა იმედია დიდი ხნით არ მომიწევს აქ დარჩენა, კვლავ არ ვკარგავ იმედს, რომ აქტიურ სპორტს დავუბრუნდები. დაახლოებით 6 თვის წინ დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა “ – სოდერლინგის სიტყვებს The New York Times ციტირებს.
სოდერლინგმა 2011 წელს ბაშტადის ტურნირი მოიგო, ფინალში დავიდ ფერერი დაამარცხა (6:2, 6:2). მას შემდეგ რობინს აღარ უთამაშია, ის მონონუკლეოზის მძიმე დაავადებას ებრძვის.
შვედმა კარიერაში ATP-ის 10 ტურნირი მოიგო, ის ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში.
რობინ სოდერლინგის ბოლო მატჩი