ფეხბურთი

21:32 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშმა” სოსა გამოისყიდა

29 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ხოსე სოსა “ბეშიქთაშის” სრულფასოვანი წევრი გახდა. თურქულმა კლუბმა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ხარკოვის “მეტალისტისგან” გამოისყიდა. ოფიციალური ინფორმაციით, “ბეშიქთაშს” გარიგება 2 მილიონი ევრო დაუჯდა.

ხოსე სოსა “მეტალისტში” 2011 წლიდან თამაშობდა. გასული სეზონის მე-2 ნახევარი მან მადრიდის “ატლეტიკოში” გაატარა, რომლის მაისურითაც 15-ჯერ ითამაშა. მიმდინარე წლის ზაფხულში, სოსა არენდით უკვე “ბეშიქთაშში” გადავიდა და თურქებმა მისი გამოსყიდვა ორ თვეში გადაწყვიტეს.

0.113796