სამშაბათს გერმანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ირლანდიასთან ფრედ ითამაშა (1:1). ირლანდიის ნაკრებისა და “სანდერლენდის” 33 წლის მცველმა ჯონ ო’შიმ გამათანაბრებელი გოლის გატანა მეორე ტაიმის მიწურულს, მსაჯი მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე მოახერხა. ირლანდიელი მოთამაშე ფიფას ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
“გერმანელებთან მატჩით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვინარჩუნებთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ველით შოტლანდიელებთან თამაშს”, –აღნიშნა “მანჩესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა.
“გიბრალტარის დამარცხებამდე, აიდენ მაკგიდის გოლით საქართველოს მოვუგეთ. საბედნიეროდ, ტრავმირებული მოთამაშეები არ გვყოლია, რამაც განაპირობა წარმატებული თამაში. ქულების მოგროვება მოვახერხეთ და თამაში არ ჩაგვიგდია.”
“როდესაც პოლონეთმა გერმანია დაამარცხა, გასაგები იყო, რომ მთელი ძალისხმევით თამაში მოგვიწევდა, მსოფლიოს ჩემპიონებთან რაღაც განსაკუთრებულის ჩვენება იყო აუცილებელი. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ბოლო წუთზე გატანილი გოლი გერმანელებთან ქულის აღებაში დაგვეხმარა. საოცარი დღე გამოვიდა” – განაცხადა გოლის ავტორმა.







