ფეხბურთი

20:38 | 15.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ჯერარდი: “2003 წელს საოცარი წუთები განვიცადე”

“ლივერპულის” ლეგენდარული ფეხბურთელის სტივენ ჯერარდის დებიუტი გუნდის კაპიტნის რანგში ევროტურნირებზე 2003 წლის 15 ოქტომბერს შედგა. “ლივერპულის” მეტოქე ლუბლიანას “ოლიმპია” იყო.

“მე ვიყავი გუნდის კაპიტანი სკოლის გუნდში, წლების შემდეგ კაპიტანი ჟერარდ ულიეს გუნდში გავხდი. ბედნიერი ვარ, ამიხდა ოცნება” – თქვა ჯერარდმა 2003 წელს, “ოლიმპიასთან” შეხვედრის შემდეგ.

ინგლისელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში 11 წლის წინანდელ ფაქტს გამოეხმაურა:

“ჩემი ბავშვობის ოცნების კლუბის კაპიტანი ზუსტად 11 წლის წინ გავხდი. კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყო წუთები განვიცადე. უდიდესი პატივია “ლივერპულის” კაპიტნობა.”

სტივენ ჯერარდი “ლივერპულის” საფეხბურთო სკოლაში 1987 წელს, 7 წლის ასაკში ჩაირიცხა. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 1998 წლის 20 ნოემბერს “ბლექბერნთან” მატჩში შედგა. ჯერარდი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ნორვეგიელი ვეგარდ ჰეგემის ნაცვლად გამოვიდა მინდორზე.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:05 | 30.08.2017
Mr_gr (1404)

სრული უპსტივცემულობა ქართველ ფეხბრურტელებს არავინ სტადიონზე ამათი მაჩანჩალა

17:19 | 30.08.2017
shakooo7 (2507)

ე ბიჯო ვაისის ხათრით ცოტა მოგვიდექი რაია

22:33 | 30.08.2017
ogafa (10220)

16:14 | 30.08.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

სუდიაც ჩვენი ყოფილა, ვიგებთ კაროჩე - 2:1 DDD

22:35 | 30.08.2017
ogafa (10220)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.091195