ლეგენდარულმა დანიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად ყატარული “ლეხვიას” მწვრთნელმა მიკაელ ლაუდრუპმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთი სჭირდებათ, ორივე ფეხბურთელი მეტად რომ განვითარდეს.
“ვფიქრობ მესის და რონალდუს ერთმანეთი სჭირდებათ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან პროგრესში. ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. 30 წლის შემდეგ ჩვენ ისევ ვიკამათებთ ვინ იყო საუკეთესო – მესი, პელე, რონალდუ, მარადონა”, - განაცხადა ლაუდრუპმა.