“დორტმუნდის” იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე, გუნდის ცუდი სტარტის მიუხედავად, გერმანულ კლუბში გადასვლას არ ნანობს.
“დორტმუნდი”, ჩემთვის, საუკეთესო კლუბია.
მინდოდა, ძალები საზღვარგარეთ მომესინჯა და ჩემპიონთა ლიგაზეც მეთამაშა. გარდა ამისა, “დორტმუნდის” გულშემატკივრებზე ბევრი კარგი რამ მსმენოდა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისინი გუნდს მხარს ასე უჭერდნენ.” – განაცხადა იმობილემ.