ფეხბურთი

19:38 | 15.10.2014 | ნანახია 1432 - ჯერ

ტრეზეგემ და დელ პიერომ ინდოეთში ითამაშეს

ბოლო დროს ინდოეთის სუპერლიგაში ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. სამშაბათს ქალაქ ახალ დელიში საინტერესო მატჩი გაიმართა.

მესამე ტურის შეხვედრაში, ტურინის ”იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელების ალესანდრო დელ პიეროს და დავიდ ტრეზეგეს კლუბები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დელ პიერო “დელის დინამოს,” ხოლო დავიდ ტრეზეგე “პუნ სიტის” მაისურით გამოდის. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მატჩში ვეტერან ფეხბურთელთა დებიუტი შედგა ინდოეთის ჩემპიონატში.

მატჩში გოლი არ გასულა და როგორც ინტერნეტში არსებული ვიდეო-მიმოხილვებიდან ვიგებთ, საგოლე მომენტების რაოდენობა მცირე იყო.

ტრეზეგასა და დელ პიეროს გარდა, შეხვედრაში მონაწილეობა რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილმა ფეხბურთელმა მიიღო.

“პუნ სიტის” ფეხბურთელია კონსტანტინუს კაცურანისი. “ბენფიკასა” და “პანათინაიკოსის” ყოფილი ნახევარმცველი 2004 წლის ევროპის ჩემპიონია. გუნდის მთავარი მწვრთნელია იტალიელი ფრანკო კოლომბა, რომელსაც “ნაპოლის,” “რეჯინას,” “ბოლონიას,” ”პარმასა” და სხვა იტალიურ კლუბებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია.

ალესანდრო დელ პიეროს თანაგუნდელია დანიელი მორტენ სკუბო, რომელმაც 2005 წელს “ბრონდბიუს” მაისურით კახი ცხადაძის “დინამოს” პაიჭაძეზე გაუტანა.

“დელის დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ბელგიურ ფეხბურთში ცნობილი ფიგურა, 52 წლის ვან ველდჰოვენია.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:23 | 16.10.2014
chelidze (5010)

ინდოეთი აღარ ხუმრობს

21:31 | 15.10.2014
Nowotny (727)

KACI ROMELMAC FEXBURTI SHEMAYVARA.
ALEQS SHE BEBEROO

21:00 | 15.10.2014
kobe bryant24 (4850)

ტრეზე გოლი და ალექსა, ბომბარდირობისთვის რომ იბრძოდა ორივე და პენალი რომ დაარტყმევინა ალექსამ დამეწიეოო

20:55 | 15.10.2014
BEERTRANCE (97819)

უყურე შენ ბოლივუდს

20:53 | 15.10.2014
adp10 (10711)

ტრეზეგე თუ გამიხდებოდა სანატრელი იუვეში ნაღდად არ მეგონა.

20:52 | 15.10.2014
adp10 (10711)

ბებეროოოოოოო დელპოოოოოოოოოო !

20:22 | 15.10.2014
italiafun-juventino (12319)

ალექს

20:01 | 15.10.2014
გოჩა ბერიძე (505)

ესენი ხომ დაბერდნენ და დაბერდნენ რა

19:57 | 15.10.2014
mecamete (1)

დეეეეეეეეეეელ პიეროოოოოოოოოოო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131277
სარეკლამო ადგილი - 99
X x X