ფეხბურთი

19:13 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტოიკოვიჩი ვენგერის მადლობელია

იუგოსლავიური ფეხბურთის ლეგენდამ დრაგან სტოიკოვიჩმა ყოფილი მწვრთნელის არსენ ვენგერის შესახებ ისაუბრა.

მათი ურთიერთობა ჯეი ლიგის კლუბიდან იღებს სათავეს. 90-იან წლებში ფრანგი სპეციალისტი სტოიკოვიჩს იაპონურ კლუბ “ნაგოია გრამპუსში” წვრთნიდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, 2008 წლიდან 2013 წლამდე, “ნაგოიას” მწვრთნელი სტოიკოვიჩი იყო.

“არსენ ვენგერი ჩემი მეგობარია. იაპონიაში ერთად ვმუშაობდით. 1995 წელს გავიცანი ფრანგი და შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა” – იხსენებს სტოიკოვიჩი talkSPORT -თან საუბარში.

“თუ გახსოვთ როგორ შეიცვალა “არსენალის” თამაშის სტილი, საფეხბურთო ფილოსოფია, სათამაშო ხარისხი მას შემდეგ რაც გუნდის მწვრთნელი ვენგერი გახდა, დაახლოებით მსგავსი სტილით ვათამაშებდი “ნაგოიას,” რამაც ჩემპიონობა მოგვიტანა. ასე რომ, მადლობა არსენ ვენგერს. ჩემი მთავარი მიზანი ეს არის, ვისწავლო მწვრთნელებისგან შემტევი სტილით თამაში” – აღნიშნა 49 წლის მწვრთნელმა.

“ინგლისის პრემიერლიგა საოცარი ჩემპიონატია. ინგლისურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებზე საკმაო ცოდნას ვფლობ. ვიმუშავებდი თუ არა იქ? რა თქმა უნდა დიდი სურვილი მაქვს. მქონდა შემოთავაზება ინგლისური კლუბებიდან, თუმცა უკეთესი წინადადების მოლოდინში ვარ.” – დაასრულა სტოიკოვიჩმა.

2013 წელს დრაგან სტოიკოვიჩის “ნაგოია გრამპუსმა” და არსენ ვენგერის “არსენალმა” ამხანაგური მატჩი გამართეს.

0.141364