მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ისევ ტრავმირებულია და მის მკურნალობას ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.
ტიაგოს ტრავმები “ბაიერნში” გადასვლის დღიდანვე ტანჯავს. მიუნხენური გუნდის მაისურით მან უკანასკნელად მიმდინარე წლის მარტში ითამაშა. 7 თვის წინათ მიღებული ტრავმა ესპანელმა შუახაზელმა აგვისტოში მოირჩინა, მაგრამ ლაზარეთს მალევე მიაშურა. ტიაგომ ვარჯიში ცოტა ხნის წინათ განაახლა, მაგრამ მორიგი დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მას კვლავ მუხლი აწუხებს და ფეხბურთელს ოპერაცია ჭირდება, რის შემდეგაც მას ხანგრძლივი მკურნალობა მოუწევს.