ფეხბურთი

18:41 | 15.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“ტოტენჰემმა” ახალგაზრდა სერბი მცველი გაანათხოვრა

ლონდონის “ტოტენჰემის” ამომავალი ვარსკვლავი სერბი მილოს ველიკოვიჩი იანვრის თვემდე აიტორ კარანკას “მიდლსბროში” ითამაშებს. მხარეების თანხმობის შემთხვევაში, განათხოვრების ვადა მაისამდე გაგრძელდება და 19 წლის მცველი სეზონის ბოლომდე დარჩება “რივერსაიდზე.”

“მე ვტოვებ კლუბს სამი თვით” – უთხრა მოთამაშემ “დეილი ტელეგრაფს.”

“მიდსლბროს” მწვრთნელი აიტორ კარანკა მესაუბრა. საუბრის თემა ჩემი საფეხბურთო უნარ-ჩვევები იყო. კარანკა, რომელიც გარკვეული ხნის წინ ჟოზე მაურინიოს ასისტენტად მუშაობდა” – აღნიშნა ფეხბურთელმა.

“ბედნიერი ვარ მოცემული შანსით. შესაძლოა იანვრის თვეში დავრჩე გუნდში და სეზონის ბოლომდე ჩემპიონშიფში ვითამაშო” – დაასრულა სერბმა.

2013 წელს გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ბ ჯგუფში ქართველი ფეხბურთელები ველიკოვიჩის სერბეთს ეთამაშნენ. ერთადერთი გოლი გიორგი თებიძის კარში ამსტერდამის “აიაქსის” საკუთრებაში მყოფმა დეიან მელეგმა გაიტანა. იმ მატჩში სრულად ითამაშა მილოს ველიკოვიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061548