ინგლისური “ნიუკასლის” ჰოლანდიელმა მეკარემ, ტიმ კრულმა, ნაკრების ვარჯიშის დროს, ტრავმა მიიღო და ის გუნდს უახლოესი რამდენიმე კვიირს განმავლობაში ვერ დაეხმარება.
26 წლის მეკარეს, ნატკენ ხელზე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მას იდაყვის მყესები აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი დრო დასჭირდება კრულის მკურნალობას, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე კვირა გაუცდება.