ფეხბურთი

18:12 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ სერბეთი-ალბანეთის მატჩზე გამოძიება დაიწყო

სერბეთისა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებთა ჩაშლილი მატჩის თაობაზე უეფამ გამოძიება დაიწყო. “უეფამ მიიღო ინფორმაცია მატჩის დელეგატებისგან – მსაჯის მარტინ ატკინსონისგან, დაცვის თანამშრომლებისგან და მატჩის დამკვირვლებისგან. დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყება ორივე ფედერაციის წინააღმდეგ” - განაცხადა უეფას სპიკერმა.

ბელგრადული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთეს და მომხდარი ფაქტი დაგმეს ფიფასა და უეფას პრეზიდენტებმა.

იოზეფ ბლატერი (ფიფას პრეზიდენტი) : “ფეხბურთი არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მესიჯებისთვის, მკაცრად ვგმობ იმას, რაც გუშინ ბელგრადში მოხდა”.

მიშელ პლატინი (უეფას პრეზიდენტი): “ფეხბურთმა ხალხი უნდა გააერთიანოს და თამაში არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში, ის რაც ბელგრადში მოხდა, მიუტევებელი იყო”.

გავრცელებული ინფორმაციით, უეფას გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, სერბეთს საკვალიფიკაციო თამაშების მაყურებლების გარეშე ჩატარება მოუწევს, სანქციები ელის ალბანეთსაც.

0.112493