ფეხბურთი

15:10 | 15.10.2014 | ნანახია 1102 - ჯერ

დიდიე დეშამი: “სომხეთმა პრობლემები შეგვიქმნა”

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა სომხეთთან გამართული ამხანაგური მატჩის (3:0) შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს მეტოქემ პირველ ტაიმში ბევრი პრობლემა შეუქმნა. დეშამის თქმით, სომხეთს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს და რეალური შანსი აქვს ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახოს.

“კარგია, რომ სამი გოლი გავიტანეთ და არც ერთი გავუშვით. პირველ ტაიმში უკეთ უნდა გვეთამაშა. სომხეთის ნაკრები დინამიურ ფეხბურთს თამაშობდა, მათ შექმნეს რამდენიმე საგოლე მომენტი. პირველ ტაიმში სომხეთმა შთამბეჭდავად ითამაშა. განსაკუთრებით ბევრი პრობლემა სამმა შემტევმა შეგვიქმნა. გუნდს ეტყობოდა, რომ სამი დღის წინ რთული მატჩი ჰქონდა ჩატარებული სერბეთთან, სადაც მოგებას იმსახურებდა.” – ციტირებს დიდიე დეშამის სიტყვებს sport.news.an

სომხეთმა ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი ჩაატარა. სერბებთან შინ 1:1 ითამაშა, ხოლო მეორე შეხვედრაში დანიასთან გასვლაზე 1:2 დამარცხდა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:37 | 15.10.2014
@beka@ (910)

მახსოვს ადრე დიდიეს ადმინი "დეშანს" ეძახდა..... რა დრო იყო?

19:07 | 15.10.2014
NGoLo KaNte (36472)

16:28 | 15.10.2014
გოჩა ბერიძე (505)

დიდიე შენს აფერისტ დედას დავეცი

15:22 | 15.10.2014
BEERTRANCE (97819)

კიდე კაი სომხეთი ჩვენთან არ მოხვდა

15:16 | 15.10.2014
NGoLo KaNte (36472)

საფრანგეთის ნაკრები ჩემი აზრით მთავარი ფავორიტი იქნება ევროპის ჩემპიონატზე

სიმპატიურ გუნდს კრავს დეშამი საფრანგეთი გერმანია ესპანეთი მთავარი ფავორიტები

0.137157