პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ვარშავაში ევროშესარჩევის მესამე ტურის შეხვედრაში შოტლანდიასთან ფრე 2:2 ითამაშა და ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობის განმტკიცება ვერ შეძლო.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პოლონელთა თავკაცი ადამ ნავალკა თავისი გუნდის დაცვით უკმაყოფილო გახლდათ.
"იმის გათვალისწინებით, რომ ვაგებდით და საბოლოოდ ქულა მოვიპოვეთ, შედეგი დამაკმაყოფილებელია. მატჩის ბოლო 30 წუთი კარგად ჩავატარეთ და დასანანია გამარჯვების მომტანი გოლიც რომ ვერ გავიტანეთ. ფინალური ტურნირის საგზურისთვის ბრძოლაში კარგად ჩავერთეთ. განვლილ მატჩი დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც მეტოქემ უმალვე გამოიყენა და ორი გოლი გაგვიტანა. მიუხედავად დაკარგული ქულებისა, შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის მებრძოლი სული იზრდება." - განაცხადა პოლონელმა სპეციალისტმა.
ადამ ნავალკას შეგირდები 14 ნოემბერს თბილისს ეწვევიან და ევროშესარჩევის მეოთხე ტურის მატჩს "ჯვაროსნების" წინააღმდეგ გამართავენ.