საქართველოს ეროვნულ ლიგაში 25-ე ტური ორი მატჩით დაიწყო.
ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო „რუსთავმა“, რომელიც გასვლაზე „სპაერს“ დაუზავდა - 1:1.
ანგარიში მასპინძლებმა გოჩა ცირდავას გოლით გახსნეს, რასაც მალეე ჟან სოუზა დე ალმეიდამ უპასუხა, მერე კი არაფერი შეცვლილა.
„რუსთავი“ 43 ქულით ლიდერია და წინ „მეშახტესთან“ მატჩი აქვს, ხოლო „სპაერი“ 25 ქულით მეცხრეა და „იბერიას“ შეხვდება.
გორის „დილამ“ სტუმრად „სამგურალი“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. სტუმრებმა პირველ ტაიმში მამინ სანიანგის და შოთა შეყილაძის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მოჰამედ კანტემ სხვაობა სამამდე გაზარდა.
მატჩის მიწურულს კლაუდიო სებოლინიამ გაიტანა, რაც „სამგურალის“ პასუხი იყო, მაგრამ არასაკმარისი.
„დილა“ 36 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 32 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.





