ფეხბურთი

1:00 | 7.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "მილანთან" წაგებას გადაურჩა

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „იუვენტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა, დაძაბული, მაგრამ არცთუ ისე სანახაობრივი. უმეტესად „იუვენტუსი“ ცდილობდა შეტევას, „მილანი“ მხოლოდ თავის დაცვაზე იყო ორიენტირებული. ეს სულაც არ არის ურიგო სქემა, როცა ისეთი მეკარე გყავს, როგორიც მაიკ მენიანია, რომელმაც არაერთხელ იხსნა პირველ ტაიმში თავისი გუნდი და შესვენებამდე „იუვე“ რომ ვერ დაწინაურდა, მას დიდი წვლილი მიუძღვის.

მეორე ტაიმში უფრო ფრთხილი თამაში გაჩაღდა, „იუვენტუსიც“ ვეღარ აქტიურობდა, მაგრამ გოლთან მაინც ახლოს იყო - ფრანსისკო კონსეისაომ ბურთი ძელს გაარტყა. 68-ე წუთზე კი „როსონერი“ პირველივე გააზრებული შეტევით დაწინაურდა. სამუელ ჩუკვუეზეს პასით ალფაჯო სისემ მოახერხა გოლის გატანა და ანგარიში გახსნა.

„იუვენტუსი“, რომელიც უკეთ თამაშობდა, წაგების საფრთხის წინაშე დადგა და ახლოსაც იყო ამასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ფორვარდის პოზიციაზე სათამაშოდ შესულმა ცენტრალურმა მცველმა ფედერიკო გატიმ გაიტანა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა და 1:1.

სამი ტურის შემდეგ, როგორც „იუვენტუსს“, ისე „მილანს“ 7-7 ქულა აქვს მოპოვებული და „კომოსთან“ ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 სისე (68), 1:1 გატი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159647