საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის გუნდმა, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სპეციალურ ოლიმპიადაზე ითამაშა და ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულა.
გუნდმა, რომელიც 2024 წელს შეიქმნა და რეგულარულად თამაშობს პარიზის ტურნირზე, ამჯერად ძალები ჟენევაში მოსინჯა, 9 შეხვედრიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
ფინალამდე საქართველოს გაერთიანებული გუნდი დაუმარცხებლად მივიდა, იქ კი საფრანგეთს დაძაბულ შეხვედრაში 1:2 ჩამორჩა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ სამი წლის განმავლობაში ეს ჩვენი გუნდის ბოლო მარცხია. მის ანგარიშზე ჯამში 24 მოგება, 4 ფრე და ერთი მარცხია.







