ბუნდესლიგის მეორე ტურში დორტმუნდის „ბორუსიამ“ სტუმრად 2:3 დაამარცხა „ჰოფენჰაიმი“.
მასპინძლების მხრიდან გოლები ლეონ ავდულაჰუმ და ტიმ ლემპერლემ გაიტანეს, სტუმრებიდან კი გოლები სერუ გირასიმ და ფაბიო სილვამ მიითვალეს, ხოლო „ჰოფენჰაიმის“ მცველმა ალბიან ჰაიდარიმ ავტოგოლი გაიტანა.
„დორტმუნდმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 2026/27 წლების ბუნდესლიგის ცხრილში ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. „ჰოფენჰაიმს“ ამ სეზონში ჯერ ერთი ქულაც არ მოუპოვებია.
პარალელურ თამაშში დებიუტანტმა „ელფერსბერგმა“ სტუმრად 3:4 დაამარცხა „გლადბახი.“
ჰუგო ბოლინმა ორჯერ გაიტანა მასპინძელთაგან, ხოლო ჯო სკალიმ ერთიც დაამატა. მორის კრატენმახერმა სტუმრად ორჯერ გაიტანა გამოიჩინა თავი, ხოლო დევიდ მოკვამ და ფელიქს კეიდელმა თითო გოლი გაიტანეს.
„ელფერსბერგი“ ბუნდესლიგის ცხრილში ექვსი ქულით მესამე ადგილზეა, „ფრაიბურგსა“ და „დორტმუნდს“ ჩამორჩება დამატებითი მაჩვენებლებით. „გლადბახი“ კი მე-18 ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-2 ტური. 5 სექტემბერი: ბაიერი - უნიონ ბერლინი 4:0, გლადბახი - ელფერსბერგი 3:4, ვერდერი - ლაიფციგი 3:1, პადერბორნი - ფრაიბურგი 0:1, ჰოფენჰაიმი - დორტმუნდი 2:3, შალკე - ბაიერნი მოგვიანებით გაიმართება





