ფეხბურთი

10:17 | 4.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს

39 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა TheSunFootball-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ვარდის დამატებით "ევერტონია" დაინტერესებული და მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვეტერანი ფეხბურთელი "მერსისაიდელებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ჯეიმი ვარდი გასულ სეზონში "კრემონეზეს" ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც სერია A-ში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 7 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094002