პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ლეონ ბაილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
იამაიკელი შემტევი ბერძნულ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის უკვე საბერძნეთშია.
ლეონ ბაილი „ასტონ ვილაში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 163 თამაშში 23 გოლი გაიტანა. მანამდე მან სახელი „ლევერკუზენში“ გაითქვა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით „რომაში“ გაატარა, სადაც თავი ვერ გამოიჩინა.





