იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ „კომოს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა, ყოველ შემთხვევაში, მთავარი ამბები: სესკ ფაბრეგასის „კომო“ მე-17 წუთზე მარტინ ბატურინამ დააწინაურა, რასაც მალევე რსმუს ჰოილუნმა ძალიან ლამაზი გოლით უპასუხა. თუმცა, საყაიმო ანგარიში მხოლოდ 4 წუთი შენარჩუნდა - მალევე ანასტასიოს დუვიკასმა სტუმრები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და უქულოდ დარჩა.
„ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს და მომდევნო მატჩს სტუმრად „ინტერთან“ გამართავს, ხოლო „კომოს“ მონაგარი 4 ქულაა და „ჯენოას“ ესტუმრება.





