ფეხბურთი

23:00 | 30.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავის" სერია შეწყდა, "დინამო ბათუმის" გრძელდება

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 23-ე ტური დაიწყო და „დინამო ბათუმმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა საკუთარ მოედანზე „სპაერს“ ძალიან ადვილად აჯობა - 3:0. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა ბათუმელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში ლუკა წულუკიძემ პენალტით გახსნა. 20 წუთში მან დუბლიც შეასრულა, ხოლო ტაიმის მიწურულს ავოკე ეშეტიემ სხვაობა სამამდე გაზარდა და მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. შესვენების შემდეგ არც არაფერი შეცვლილა.

„დინამო ბათუმმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო, 37 ქულა აქვს და მეორეა, ხოლო მომდევნო ტურში „რუსთავს“ შეხვდება. „სპაერი“ 23 ქულით მეცხრეა და „მეშახტეს“ დაუპირისპირდება.

ქულები დაკარგა ლიდერმა „რუსთავმა“, რომელმაც სტუმრად „სამგურალს“ ვერ მოუგო. გუნდები დაზავდნენ. ჯერ გია ცეცაძის გუნდი იგებდა ვაჟა ფაცაციას გოლით, რასაც მატჩის მიწურულს ნიკო ცეცხლაძემ უპასუხა და ფრე 1:1.

„რუსთავის“ მოგებების სერია შეწყდა, მაგრამ 42 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ შეხვდება. „სამგურალს“ 32 ქულა აქვს, მეხუთეა და წინ „იბერიასთან“ დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158294