კოლუმბიის ნაკრებისა და „კრისტალ პალასის“ მცველი დანიელ მუნიოსი კარიერას „ნოტინგემ ფორესტში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.
„ნოტინგემი“ „კრისტალ პალასს“ 25 მილიონ ევროს გადაუხდის, სამხრეთამერიკელი კი კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
30 წლის მცველი „კრისტალ პალასში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 109 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე „გენკის“, „აგილასის“ დ „ატლეტიკო ნასიონალის“ ღირსებას იცავდა. კოლუმბიის ნაკრებში მას 51 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ორი გოლი წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა.





