პორტუგალიის ნაკრების და „მილანის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ლეაო კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მს გადაბირებას ბოლო მომენტამდე „ასტონ ვილა“ ცდილობდა, ფეხბურთელმა თურქეთში გადასვლა აირჩია. ლეაო ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. რაფა „გალათასარაიში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, ის უკვე სტამბოლშია.
„მილანმა“ პორტუგალიელი გარემარბის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსად 2 მილიონი ევრო დაემატება.
რაფაელ ლეაო „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 291 მატჩში 80 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სპორტინგის“ და „ლილის“ ღირსებას იცავდა.





