ფეხბურთი

19:02 | 27.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინი "კომოში" ითამაშებს

ფლორენციის „ფიორენტინასა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდი მოიზე კინი კარიერას „კომოში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.

გარიგების დეტალები ასეთია: 10 მილიონი ევრო იჯარის, 25 მილიონი ევრო გამოსყიდვის ვალდებულება, ხოლო 5 მილიონი ბონუსი. შესაბამისად, ტრანსფერის ღირებულება ჯამში 40 მილიონი ევრო იქნება.

ფეხბურთელს „კომოსთან“ დიდი ხანია შეთანხმება მიღწეული აქვს. კინი „ფიორენტინაში“ 2024 წლიდან თამაშობდა და 79 მატჩში 35 გოლი გაიტანა. მანამდე ის „იუვენტუსის“, „ევერტონის“ და პსჟ-ს წევრი იყო, იტალიის ნაკრებში კი 26 თამაშში 13 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, „კომო“ დაიმატებს „მილანის“ ნახევარმცველ სამუელე რიჩის, იჯარით და 22 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085689