ტურინის „იუვენტუსმა“ „ვოლფსბურგიდან“ პოლონელი მეკარე კამილ გრაბარა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის ფეხბურთელი „იუვეს“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. გრაბარა „იუვეში“ სათადარიგო მეკარის სტატუსით მივიდა, რათა გულიელმო ვიკარიო საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს.
გრაბარა „იუვენტუსმა“ მატია პერინის შემცვლელად დაიმატა, რომელიც კარიერას „პალერმოში“ გააგრძელებს.
კამილ გრაბარამ „ვოლფსბურგში“ ბოლო ორ სეზონში 69 მატჩში ჩაატარა, მანამდე ის „ლივერპულის“, „ორჰუსის“ და „ჰადერსფილდის“ წევრი იყო, ხოლო სახელი 2021-2024 წლებში „კოპენჰაგენში“ გაითვა, პოლონეთის ნაკრებში კი 6 მატჩი აქვს ჩატარებული.





