"მილანი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის "სპორტინგის" 25 წლის ცენტრალური მცველის გონსალო ინასიოს კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც ირკვევა, "მილანმა" აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან პირველი კონტაქტიც შედგა. "სპორტინგი" ინასიოს ტრანსფერში 40-45 მილიონს ითხოვს და მზადაა ფეხბურთელის გასაყიდად თუ მისაღებ შეთავაზებას მიიღებს.
ინასიოს გადაბირებით „მილანის“ გარდა „ბარსელონა“ და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალიც“ ინტერესდებიან.
გონსალო ინასიო "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში სხვა კლუბში არ უთამაშია.მას მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.





