ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში „ლივერპული“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და მარცხს გადაურჩა, რადგან ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა.
„ჯორდები“ მეხუთე წუთზე ენტონი ელანგას გოლით დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც. მეორე ტაიმის დასაწყისში კოდი გაკპომ, რომლის „ტოტენჰემში“ წასვლაზე ბევრი იწერება, გაათანაბრა, მაგრამ ორ წუთში ჯო ვილოკმა ისევ „ნიუკასლი“ დააწინაურა.
ანდონი ირაოლას დებიუტი თითქოს უქულო უნდა გამოსულიყო, მაგრამ „წითლებმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე დომინიკ სობოსლაის პენალტით გაათანაბრეს - 2:2. გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო იყო, რადგან მერსისაიდელთა კარს ალისონი იცავდა.
„ლივერპული“ მეორე ტურში 29 აგვისტოს, „ნოტინგემს“ უმასპინძლებს, ხოლო „ნიუკასლი“ „ტოტენჰემს“ ესტუმრება.





