„ნაპოლიმ“ ლონდონის „ჩელსიდან“ ბენუა ბადიაშილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფრანგი იტალიურ კლუბს იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 3 მილიონი ევროა, ხოლო გაისად მისი გამოსყიდვა 27 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 2.8 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
ბენუა ბადიაშილი 2022 წლიდან „ჩელსის“ წევრი იყო, რომლის მაისურით 71 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში, „მონაკოს“ ღირსებას იცავდა.





