განის ნაკრების კაპიტანი ტომას პარტეი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-შაბაბში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ის არაბულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „ვილიარეალში“ 33 მატჩი ჩაატარა, მანამდე ლონდონის „არსენალში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „ალმერიასა“ და „მალიორკაში“ თამაშობდა.







