ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ვესტ ჰემიდან“ აარონ ვან ბისაკა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
28 წლის მცველი უნაი ემერის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ვან ბისაკამ „ვესტ ჰემში“ 65 თამაშში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „კრისტალ პალასის“ ღირსებას იცავდა.





