ფეხბურთი

21:42 | 20.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" ქოჩორაშვილის ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობს

ლისაბონის „სპორტინგსა“ და „სევილიას“ შორის გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები და მუშაობა გრძელდება.

როგორც ჟურნალისტი დანიელ ონიატე იტყობინება, მოლაპარაკებები მოსალოდნელზე მეტად გაიწელა და ესპანელებს სურთ, გარიგება, რაც შეიძლება მალე დახურონ, რათა ქოჩორაშვილი შაბათს, „ბილბაოსთან“ მატჩისთვის მწვრთნელის განკარგულებაში იყოს.

როგორც ცნობილი გახდა, კლუბებს შორის საბოლოო დეტალები თანხმდება და ქართველი ნახევარმცველი სევილიაში გაფრენის ნებართვის მოლოდინშია.

გიორგი ქოჩორაშვილი სავარაუდოდ, „სევილიას“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, რომლის საფასური 4 მილიონი ევრო იქნება. გასულ სეზონში მან „სპორტინგის“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. მანამდე ქართველი „კასტელონში“, „ჟირონასა“ და „ლევანტეში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში ქოჩორაშვილს 26 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090151