ფეხბურთი

21:06 | 8.08.2014 | ნანახია 0 - ჯერ

26-ე იწყება. რა იქნება?

შაბათს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რიგით 26-ე გათამაშება იწყება. ცოტა გაუგებარი, თითქოს უცნაური, მაგრამ საინტერესო. ცხადია, ამ გაუგებარსა და უცნაურში გუნდების 16-მდე გაზრდას ვგულისხმობთ. დიდი დავიდარაბის შემდეგ, სფფ-ის აღმასკომმა დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი ითამაშებს. ცუდია ეს, თუ კარგი, ახლო მომავალი გვიჩვენებს. ბევრს მიაჩნია, რომ გუნდების მატება შესაბამის ინფრასტრუქტურას მოითხოვს, გუნდებს ფული არ აქვთ და უმეტესი მათგანი, ფორმებსა და ბურთებს ძლივს ყიდულობს. კვებაზე, აღდგენაზე და ვიტამინიზაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მოუწესრიგებელია სტადიონები.

ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე გაირკვა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” ისევ “ვისოლი” დააფინანსებს, არდა, ფეხბურთელებს, ლამის, საჭმელიც აღარ ჰქონდათ. თბილისის “დინამომ”, ევროტურნირზე ყაზახურ “აკტობესთან” წაგების შემდეგ, ლამის, მთელი ძირითადი შემადგენლობა დაითხოვა და ტურნირში, ფაქტობრივად, დუბლებით იასპარეზებს, შემადგენლობა გაუნახევრდა “ზესტაფონსაც.” გორის “დილას” რამდენიმე დღის წინათ, მხოლოდ სამი ფეხბურთელი ჰყავდა წარდგენილი. სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას კი მიაჩნია, რომ 16 გუნდი, მხოლოდ სასიკეთოდ შეცვლის ქართულ ფეხბურთს. მისი თქმით, 16 გუნდი მხოლოდ "16 გუნდი" არ არის, ეს არის 16 კლუბის პირველი გუნდი, დუბლები და ასაკობრივი გუნდები. ამით, უფრო მეტი ხალხი დასაქმდება, მოიმატებს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთში მოტრიალე ადამიანმა საყვარელი საქმე აკეთოს და ღირსეული ანაზღაურებაც ჰქონდეს.

მოკლედ, საინტერსო სეზონი იწყება. თითოეულ მატჩზე კი, ამჯერად საგანგებოდ არ დავწერთ, იმიტომ, რომ ჩვენ კი არა, ბევრ გუნდში თავად ვერ გაურკვევიათ როგორი მზადყოფნით და განწყობით ხვდებიან 26-ეს.

მხოლოდ შეგახსენებთ, რომ სფფ-ის დებულების თანახმად, 15-16 ადგილებზე გასული გუნდები, გაისად პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, ხოლო მე-14 ადგილზე გასული, უმაღესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, პლეი ოფში შეხვდება პირველი ლიგის ა და ბ ზონებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებულს. პლეი ოფის მატჩი ნეიტრალურ მინდორზე გაიმართება და საჭიროებისას, ორი დამატებითი ტაიმი დაინიშნება, თუ მოგებული არც ამ შემთხვევაში გამოვლინდება, პენალტებს დაარტყამენ.

 

შუქურა (ქობულეთი) – ზუგდიდი

9 აგვისტო. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:30

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ი. მაჩიტიძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი)

9 აგვისტო. რუსთავი. “ფოლადი.” 17:30

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

                                

კოლხეთი (ფოთი) – ტორპედო (ქუთაისი)

9 აგვისტო. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:30

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)

9 აგვისტო. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 19:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, გ. ელიკაშვილი, ზ. ასკაროღლი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

 

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი)

10 აგვისტო. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:30

მსაჯები: ო. ხეცაძე, ა. კოკაია, ს. სპიცინი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 აგვისტო. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:30

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, დ.ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

 

დინამო (თბილისი) – სამტრედია

10 აგვისტო. თბილისი. “დინამო არენა.” 19:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

 

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე)

11 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:30

მსაჯები: ლ. სილაგავა, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, ბ. ნინუა (სათადარიგო)


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:59 | 18.06.2013
linkinpark (1472)

წაათრიონ ამის უდღეური დედა მოვხან

კეისუკე ჰონდა მოიყვანონ ამის ადგილზე და წაათრიონ

18:49 | 18.06.2013
Torres9 (12692)

martali xar chamilო

18:30 | 18.06.2013
chamilo (33560)

ისე ადმინ ისტორიაში კი დაგიწერიათ პატარა აბზაცი მაგრამ იქნებ 1 კარგი ვრცელი სტატია დადო იმ გენიალურ ადამიანზე ვინც დღეს დაიბადა,ბევრი ახალგაზრდაა ამ საიტზე,მეც არ ვარ დიდი 21 წლის ვარ მაგრამ ჩვენმა თაობამ მამებისგან ბევრი ვიცით თან გვახსოვს კიდეც ცხონებული ნაკრების მწვრთნელად და ბევრი ჩანაწერი გვაქვს ნანახი,მაგრამ ჩვენზე პატარა თაობაც შემოდის საიტზე და კარგი იქნება ჩვენ ლეგენდა ფეხბურთელზე სტატია

18:16 | 18.06.2013
Torres9 (12692)

chamilo eriqsenze iyvnen gadartuli mara dortmundma ajoba da sabolood magito gadawyda mxitariani,jer ar dawerila mara savaraudod 25 mlნ

18:21 | 18.06.2013
chamilo (33560)

30 მილიონი იყო გამოსასყიდი და შეიძლება დაუკლო 5 მილიონი,დორტმუნდში გადასვლა ეხლა ბევრ ახალგაზრდას უნდა,კლოპი კარგად ზრდის თან ლიგაზე გამოდის და დორტმუნდის ყველა ფეხბურთელს დღეს ვინც ლიგის ფავორიებია ეპატიჟება და არ მიკვირს ერიქსენიც რომ წავიდა თორე ადრე ლივერის ნათქვამზე წავიდოდა კი არა გაფრინდებოდა სიხარულით

18:15 | 18.06.2013
Oto. (4710)

chamilo

შოკი კაცია მაუ

ბოატენგმა პრიჩოსკა უფრო მეტჯერ შეიცვალა ამ სეზონში ვიდრე გოლი გაიტანაო

18:23 | 18.06.2013
chamilo (33560)

ბევრს აღიზიანებს მაგრამ არ არის აფერისტი,რასაც ფიქრობს იმას ამბობს ხშირად მართალს ამბობს მაგრამ ხალხის უმეტესობას ოდითგანვე არ უყვარდა ეგეთი ხალხი,ვისაც შეუძლია თავის შეკავება ისეთ ხალხს უფრო აფასებენ

21:14 | 18.06.2013
* ფრენკი * (518)

ხო ეს ეგრეა)

18:02 | 18.06.2013
superbet (209)

stripslashes((strlen('http://www.superbet.ge')>0?'http://www.superbet.ge':'http://www.superbet.ge')) 18 ივნის გთავაზობთ 3 პროგნოზს ( 2.2 )( 2.1 ) და (1.9) კოეფიციენტებით
შედითstripslashes((strlen('http://www.superbet.ge')>0?' http://www.superbet.ge':' http://www.superbet.ge')) და იხილავთ უფასოდ პროგნოზებს

შემოგვიერთდით ფეისის გვერდზე superbet.ge

17:56 | 18.06.2013
Torres9 (12692)

გაიარა უკვე შემოწმება ლივერპულელია ოფიციალურად,ერიქსენი ვერ დაითრიეეეეეეეს

18:03 | 18.06.2013
chamilo (33560)

ერიქსენი ბორუსიამ დაითრია მალე ოფიციალურადაც წარადგენენ,შეთანხმდნენ კლუბები,მხითარიანი მშვენიერი ფეხბურთელია და ლივერს ნამდვილად გააძლიერებს,რა დაუჯდა ლივერს?ადრე იწერებოდა 30 მილიონს აფასებს შახტარიო,წელს 105 მილიონი გააკეთა შახტარმა 3 ფეხბურთელის გაყიდვით,ცალკე ლიგიდან მიიღებდა და უკრაინის ჩემპიონატიდან,აი გუნდი და მუშაობა

17:48 | 18.06.2013
Torres9 (12692)

მხითარიანი უკვე ლივერპულშია და სამედიცინო შემოწმებას გადის(

17:54 | 18.06.2013
alcantara. (2593)

თქვენ მარტო გვარის გამო იწუნებთ მაგ კაცს მშვენიერი იგროკია რას ერჩით მე ვერ გამიგია ნახევარმცველია და 20 ზე მეტი გოლი გაიტანა წელს მეტი რა ქნას კარგი ტრანსფერია გაამართლებს მე ასე მგონია

17:43 | 18.06.2013
chamilo (33560)

მოურინიომ გააკეთა ამაზე მაგარი კომენტარი,ჭორი გავრცელდა ჩელსიში მოუს უნდაო და ჟურნალისტს გასცა პასუხი ბოატენგი საფეხბურთო სამყაროს ხშირი თმის ღებვით და იმიჯის შეცვლით ახსოვთ ვიდრე ფეხბურთის თამაშით და გოლის გატანითო

17:45 | 18.06.2013
alcantara. (2593)

ჟოზე კომენტარეებშიიი ....

17:54 | 18.06.2013
chamilo (33560)

ამ შემთხვევაში ჟოზე მართალია,პოტენციალი აშკარად აქვს და შეუძია კარგად თამაში მაგრამ არა სტაბილური და ხასიათის მოთამაშეა,უმრავლესად გეგონება ეზარება თამაშიო,არშავინს გავს მაგ ასპექტში თუ ხასიათზე იყო მიგეშვა ნებისმიერ გუნდთან შეეძლო მაგრად ეთამაშა და გოლები გაეტენა მაგრამ უმრავლესად ეზარებოდა თამაში

17:55 | 18.06.2013
alcantara. (2593)

ეს მიეკუთვნება ისეთ ფეხბურთელებს რომლებსაც ფეხბურთი მაგრად კიდიათ

18:01 | 18.06.2013
chamilo (33560)

ფული უყვართ და პოპულარობა

17:45 | 18.06.2013
* ფრენკი * (518)

ხო მეც წავიკითხე ეგ მოსპო ფაქტიურად ენა მწარე ჟოზემ პრინცი)

17:43 | 18.06.2013
alcantara. (2593)

და ეს სჰავი ბლანჟე რაღა იყო გადაეღება ეგეც

17:39 | 18.06.2013
* ფრენკი * (518)

ვატუტუს ტომიდან გამოქცეულს გავს)

17:38 | 18.06.2013
Titan1 (570)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

17:38 | 18.06.2013
* ფრენკი * (518)

კაი ვარიანტი აქ

17:37 | 18.06.2013
alcantara. (2593)

არა ამ ვარცხნილობით და ამ ფერის თმით წინ ვერ წავა ეს

17:35 | 18.06.2013
shotai-olimpi (2773)

გასაშვებია ძალიან არასტაბილურია რობინიოც ერთი 15-ად თუ ვინმეს შევატყუეთ შეიძლება ნორმალური ფეხბურთელის მოყვანა

17:35 | 18.06.2013
chamilo (33560)

წავა კიდეც სტაბილურობა აკლია თორე კარგი ფეხბურთელია

0.061944