ჭიდაობა

13:07 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ნოზაძე: “რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება”

მსოფლიოს ჩემპიონმა რამაზ ნოზაძემ kvira.ge-ის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. ნოზაძემ ისაუბრა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში სამეთვალყურეო საბჭო დადებს დასკვნას, რომელსაც პრეზიდიუმს წარუდგენს. პრეზიდიუმის გადასაწყვეტი იქნება, დანიშნავს თუ არა ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებს. ნოზაძე ასევე გამოეხმარუა მსოფლიო ჭიდაობის მართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნენად ლალოვიჩის კომენტარს, სადაც მსოფლიო ჭიდაობის თავკაცმა ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის ლუკა კურტანიძე შეაქო.

რამაზ ნოზაძე (მსოფლიოს ჩემპიონი) : პრეზიდიუმი შეიკრიბება, უნდა დაინიშნოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, რაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება. რაც შეეხება ლალოვიჩის განცხადებას, მან ხომ არ იცის ქართულ ჭიდაობაში რა სიტუაციაა.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები, როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უარს აცხადებენ ლუკა კურტანიძის მიერ დანიშნულ მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117885