საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი „დინამოსა“ და „იბერიას“ შორის კლუბებს შორის შეთანხმებით გადაიდო.
მიზეზი ისაა, რომ „იბერია“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაშობს, პოლონურ „იაგელონიასთან“ და ეს თამაშიც ამ მატჩებს შორის უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გადაიდო.
როგორც ცნობილი გახდა, „იბერია“ – „დინამოს“ მატჩი 4 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის დროს გაიმართება.





