ფეხბურთი

18:17 | 19.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" იტალიელი მცველი დაიმატა

„ნაპოლიმ“ 22 წლის იტალიელი მარჯვენა მცველი კონსტანტინო ფავაზული დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნიჭიერი ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდს „კატანძაროდან“ შეუერთდა და ნეაპოლში ჯოვანი დი ლორენცოს სათადარიგო ვარიანტი უნდა იყოს.

კონსტანტინო ფავაზული „ფიორენტინას“ აღზრდილია, შემდეგ იჯარით „ტერნანასა“ და „ბარიში“ ითამაშა, თავი კი გასულ სეზონში „კატანძაროში“ გამოიჩინა, სადაც 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას ორი თამაში იტალიის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159892