ფეხბურთი

22:06 | 17.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრა" და "სპაერი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტური „გაგრას“ და „სპაერის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი „სპაერი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან ორი ყვითელი ბარათის გამო ნიკოლოზ კენჭაძე გააძევეს.

„გაგრა“ ახლოს იყო ამ უპირატესობის გამოყენებასთან. 78-ე წუთზე დავით მუჯირის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ 10-კაციანმა „სპაერმა“ არაფერი დათმო, ოთხ წუთში ნიკა ჩაგუნავამ გაათანაბრა და ფრე 1:1.

„გაგრა“ 24 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერს, „რუსთავს“ ეთამაშება, ხოლო „სპაერი“ 23 ქულით მეცხრე საფეხურს იკავებს და „სამგურალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164031