ფეხბურთი

12:52 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი გაშმაგებულია

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა გელზენკირხენში "ველტინს არენაზე" ირლანდიასთან ფრე 1:1 ითამაშა. გერმანელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ჯონ ოშიმ მასპინძლებს ბოლო წუთზე ქულები დააკარგვინა.

ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღშფოთებული გახლდათ.

"ექსტრემალურად გამაღიზიანებელია ჩვენი მოუგებელი მატჩების სერია. ირლანდიამ პირველივე რეალური შანსი ბოლო წუთზე გამოიყენა, თუმცა ეს ჩვენი ბრალია. ბოლო 5-6 წუთში მატჩზე კონტროლი დავკარგეთ. ფეხბურთელები მანუელ ნოიერს ბურთს ხშირად აძლევდნენ, არა და მატჩს ვიგებდით და უცბად კონტროლი დავკარგეთ. ბოლო ორი მატჩია მხოლოდ ერთი გოლის გატანაც კი პრობლემა გახდა. ირლანდიის დაცვა ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მეორე ტაიმში მაინც მოვახერხეთ დაწინაურება. ჩვენ ბევრ საგოლე მომენტებს ვქმნიდით როგორც პოლონეთთან, ასევე ირლანდიასთან, თუმცა ბევრი გოლი ვერ გავიტანეთ. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონები ვართ თუ არა, თამაშს გამოვასწორებთ და ხალხის აზრის მიუხედავად, შემადგენლობის შეცვლას არ ვაპირებ. მუნდიალის შემდეგ გერმანელ ფეხბურთელებს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდებათ", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

გერმანია განვლილ მატჩში 71-ე წუთზე ტონი კროოსმა დააწინაურა, ხოლო ჯონ ოშიმ 94-ზე ირლანდიას ქულა მოუპოვა. ბუნდესნაკრები 14 ნოემბერს ევროშესარჩევის მეოთხე ტურის მატჩში შინ გიბრალტარს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118315