დღეს, 15 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ორი მატჩი გაიმარმთა. „დინამო“ თბილისში ლიდერ „რუსთავთან“ 0:3 დამარცხდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ კი ქუთაისში „ტორპედოსთან“ 3:4 წააგო.
ანგარიში ქუთაისელთა ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გახსნა მე-6 წუთზე. გიორგი არაბიძის გადაცემით. მე-12 წუთზე ბუკიამ გაიტანა მამუჩაშვილის პასით, 21-ე წუთზე თბილისელმა კუციამ გაქვითა ერთი ბურთი, მე-40 წუთზე უკვე თავად მამუჩაშვილმა შეაგდო ბუკიას გადაცემით.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა ალეკო აფციაურმა წითელი ბარათი უჩვენა ნიკოლოზ ბოჭორიშვილს და მინდვრიდან დაითხოვა. მიუხედავად ამისა, ანდრი დემჩენკოს შეგირდებმა კიდევ ორი ბურთის გატანა შეძლეს. თავი ამირან ძაგანიამ (65-ე წუთზე, ჯინჯოლავას პასით) და ნიკა სიხარულაშვილმა (76-ე წთ) გამოიჩინეს.
83-ე წუთზე კი წერტილი დიეგო დეისაძემ დასვა. საგოლე გადაცემა კი ფრანგმა ვირჟილ პენსონმა მიითვალა. საბოლოოდ, 4:3.
ახლა „ტორპედომ“ 30 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. 34-ქულიანი „იბერია“ კი მეორე საფეხურზე დგას.





