„ნაპოლი“ ლონდონის „ჩელსიდან“ ბენუა ბადიაშილეს დაიმატებს. კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.
ფრანგი იტალიურ კლუბს იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 3 მილიონი ევროა, ხოლო გაისად მისი გამოსყიდვა 27 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 2.8 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
ბენუა ბადიაშილე 2022 წლიდან „ჩელსის“ წევრია, რომლის მაისურით 71 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში, „მონაკოს“ ღირსებას იცავდა.





