ესპანეთის სუპერთასის 2027 წლის გათამაშებას სტამბოლი უმასპინძლებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადსტურდა.
2027 წლის 2-7 თებერვალს, სტამბოლში „ბარსელონა“ (ესპანეთის ჩემპიონი), „სოსიედადი“ (თასის მფლობელი), „რეალი“ (მეორე ადგილოსანი) და „ატლეტიკო“ (თასის ფინალისტი) ითამაშებენ.
მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასის ფორმატი ოთხგუნდიანია და ბოლო წლებში საუდის არაბეთში ტარდებოდა. ამჯერად კი მასპინძელი თურქეთი იქნება.





