მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი დავიდე ფრატეზი კარიერას „ლაციოში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის ტრანსფერზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. 15 მილიონი ევრო, რომელიც ითვალისწინებს იჯარას და გამოსყიდვის ვალდებულებას. მოსალოდნელია, რომ გარიგება მალე ოფიციალურად დადასტურდება.
ფრატეზი 2023 წლიდან „ინტერში“ თამაშობს და 122 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. მანამდე არაერთ გუნდში იყო, სახელი კი „სასუოლოში“ გაითქვა. იტალიის ნაკრებში 26 წლის ნახევარმცველის აქტივში 34 თამაშში 8 გოლია.





