24 წლის ბრაზილიელი მეკარე ლუკას ფლორესი კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ინფორმაცია თბილისური კლუბის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "დინამოსთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2028 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
ფლორესი ბრაზილიური "ინტერნასიონალის" აღზრდილია, თამაშობდა პორტუგალიურ "რიუ ავეში" და კვიპროსულ "ეთნიკოსში".





