ფეხბურთი

15:49 | 11.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელი მეკარე პსჟ-ში

„პარი სენ-ჟერმენმა“ „პარმასთან“ ზიონ სუძუკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

იაპონელი მეკარე პარიზულ გუნდს 36 მილიონ ევროდ შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. თუმცა, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ის პსჟ-ში ამ სეზონში.

ჯერჯერობით, ლუის ენრიკეს მეკარესთან დაკავშირებით არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, შესაძლოა, სუძუკი ერთი წლით გაანათხოვრონ. საუბრობენ „იუვენტუსში“ იჯარაზე, რადგან ტურინული გუნდი მეკარეს ეძებს და სუძუკის დამატებას ცდილობდა, მაგრამ პსჟ-სთან ფინანსური კონკურენცია ვერ მოახერხა.

ზიონ სუძუკი „პარმაში“ 2024 წლიდან თამაშობდა და 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „სენტ ტრუიდენის“ და „ურავას“ ღირსებას იცავდა, იაპონიის ნაკრებში კი 28 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082852