ფეხბურთი

23:04 | 10.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" კრისტიან რომეროს დაიმატებს

მადრიდის „ატლეტიკომ“ ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველთან, კრისტიან რომეროსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. არგენტინელმა „როხიბლანკოს“ მწვანე შუქი აუნთო.

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და „ატლეტიკო“ ახლა შეთავაზებას „ტოტენჰემს“ გაუგზავნის. ფეხბურთელს „დეზების“ დატოვება სურს, მისით „არსენალიც“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ტოტენჰემს“ არასდროს უფიქრია კონკურენტში კუტის გაშვება.

ასე რომ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, რომერო „ატლეტიკოში“ გადავა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს „ბარსელონა“ და „ინტერიც“ იჩენენ.

კრისტიან რომერო „ტოტენჰემში“ 2021 წლიდან თამაშობს და 156 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ატალანტას“, „ჯენოას“ და „ბელგრანოს“ წევრი იყო, ირიცხებოდა „იუვენტუსშიც“, სადაც ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087322